ჯერმეინ დეფომ „გლაზგო რეინჯერსთან“ კონტრაქტკი ერთი წლით გაახანგრძლივა.
შოტლანდიური კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ 38 წლის ინგლისელი თავდამსხმელი მოთამაშე-მწვრთნელი გახდა და „რეინჯერსის“ თავკაც სტივენ ჯერარდს დაეხმარება.
დეფო „რეინჯერსში“ 2018 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 72 მატჩში 32 გოლი გაიტანა.
უშუალოდ, 2020-2021 წლების სეზონში ინგლისელმა თავდამსხმელმა 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო და 2 საგოლე პასი მიითვალა.
მან გასულ სეზონში გლაზგოელებთან ერთად შოტლანდიის პრემიერ ლიგა მოიგო და თავის კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.





