ნიკა სიჭინავა: „კოლოსი“ ჩემთვის უკრაინაში პრიორიტეტული ვარიანტი იყო“

0
53

ქართველის თავდამსხმელის ნიკა სიჭინავას თქმით, რომელმაც კლუბი შეიცვალა, უკრაინის პრემიერ ლიგაში მისთვის პრიორიტეტი კოვალიევკას „კოლოსი“ იყო.

„ახალი წლის შემდეგ, როდესაც „ინგულეცთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვე რჩებოდა, დამიკავშირდნენ და მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ჩემპიონატის მიწურულს უფრო კონკრეტული წინადადებით მომმართეს. შევთანხმდით და ყველაფერი ნორმალურადაა.

სხვა წინადადებებიც მქონდა, მაგრამ ჩემთვის დიდი როლი კლუბის ამბიციამ ითამაშა. „კოლოსი“ ჩემთვის უკრაინაში პრიორიტეტული ვარიანტი იყო“ – განაცხადა 26 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.