სიმონე ინძაგი მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ, იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
45 წლის სპეციალისტმა მილანელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან ანოტნიო კონტე შეცვალა, რომელმაც 11-წლიანი პაუზის შემდეგ „ინტერი“ გააჩემპიონა და სეზონის დასრულებისთანავე თანამდებობა დატოვა.
სიმონე ინძაგი 1999-2010 წლებში რომის „ლაციოში“ თამაშობდა, რომლის მაისურით ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, 3-ჯერ იტალიის თასის, ხოლო თითოჯერ იტალიის სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო.
ის „ლაციოს“ 2016-2021 წლებში ავარჯიშებდა და იტალიის თასი მოაპოვებინა, ორჯერ კი იტალიის სუპერთასი.
