რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის ფეხბურთელთა პროფკავშირების წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ბუნდესლიგის 2020-2021 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელ ფორვარდს მხარი თავისი კოლეგების 75,9% დაუჭირა.
მეორე ადგილზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი (7.1%) გავიდა, ხოლო მესამეზე „ბაიერნის“ შემტევი თომას მიულერი (3,5%).
32 წლის ლევანდოვსკი ფეხბურთელთა პროფკავშირებმა საუკეთესოდ მეხუთედ აღიარეს. მანამდე, მას ასეთი პატივი წილად 2013, 2017, 2018 და 2020 წლებში ხვდა.
განვლილ სეზონში ლევანდოვსკიმ 29 თამაშში 41 გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გარდა ამისა, მან ევროპის საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ მიიღო.
