ვასკესი „რეალში“ 2024 წლამდე დარჩება

0
14

ლუკას ვასკესმა მადრიდის „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველი „რეალში“ 2024 წლამდე დარჩება.

ესპანელი ფეხბურთელი მადრიდელთა შემადგენლობასი 2015 წლიდან გამოდის და ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.

ვასკესმა გასულ სეზონში „რეალში“ ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მას მოედანზე უფრო ხშირად გასვლაში ხელი ტრავმებმა შეუშალა.