რონალდუ სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელია

0
40

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს.

36 წლის პორტუგალიელმა განვლილ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 29 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ის ტურინულ კლუბში 2018 წლიდან გამოდის და ორჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ორჯერ იტალიის თასი მოიგო და ამდენჯერვე ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა.

სერია A-ს საუკეთესო ნახევარმცველად ნიკოლა ბარელა აღიარეს მილანის „ინტერიდან“. მან 36 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 7 საგოლე პასი გააკეთა.

გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ „მილანის“ გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა მიიჩნიეს, საუკეთესო მცველად – კრისტიანო რომერო „ატალანტადან“.

23 წლამდე ასაკში საუკეთესო მოთამაშის წოდება „ფიორენტინას“ სერბმა ფორვარდმა დუშან ვლახოვიჩმა მიიღო, რომელმაც 37 თამაშში 21 გოლი მიითვალა.