კოპა ამერიკას ბრაზილია უმასპინძლებს

0
33

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ახალი მასპინძლის ვინაობა ცნობილია.

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებით ტურნირი ბრაზილიაში ჩატარდება 11 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით.

კოპა ამერიკის 105-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად წელს ტურნირი ორ ქვეყანაში – არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო.

კონმებოლმა თავდაპირველად მასპინძლობის უფლება კოლუმბიას ჩამოართვა, რადგან ამ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იყო.

არგენტინას რაც შეეხება, კორონავირუსის პანდემიის ამ ქვეყანაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამო, კონმებოლმა კოპა ამერიკის ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კოპა ამერიკას, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, ასევე ბრაზილიამ უმასპინძლა.

მაშინ, ბრაზილიის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.