დემიკო ლოლაძე ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

0
86

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დემიკო ლოლაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააჯილდოვა.

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე ყრილობაზე ბატონი დემიკოს ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო ლევან კობიაშვილმა გადასცა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დემიკო ლოლაძის გაკეთებული საქმე ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია.

ბატონმა დემიკომ, რომელიც 77 წლისაა, ქართული ფეხბურთის შესახებ 77 წიგნი გამოსცა.

მისი ბოლო წიგნი სახელწოდებით „ძლევაი საკვირველი“ თბილისის „დინამოს“ მიერ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში გამარჯვებას მიეძღვნა.

ბატონი დემიკო თავად დაესწრო ფინალს და ფოტოებიც უშუალოდ მოვლენათა ცენტრში გადაიღო.