სერხიო აგუერო „ბარსელონას“ ფეხბურთელია

0
118

სერხიო აგუერო „ბარსელონას“ ფეხბურთელია, იუწყება კატალონიური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური.

არგენტინელმა თავდამსხმელმა „ბარსასთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

თუ რომელიმე კლუბი აგუეროს კონტრაქტის ვადის გასვლამდე შეძენას დააპირებს, მაშინ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

აგუეროს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2020-2021 წლების სეზონის და ესპანურ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა,

აგუერო „სიტიში“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 390 მატჩში გატანილი 260 გოლით მანჩესტერელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

არგენტინელი პრემიერ ლიგის ყველა დროის გოლეადორებში  მე-4 ადგილზეა.

მან „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა 5-ჯერ მოიგო, ასოციაციის თასს 2-ჯერ დაეუფლა, ლიგის თასი 6-ჯერ მოიპოვა, ხოლო ინგლისის სუპერთასზე 3-ჯერ გაიმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ აგუერომ “ატლეტიკოს” შემადგენლობაში ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.