მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერ ლევანდოვსკიმ კარიერაში პირველად ევროპის საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი „ოქროს ბუცი“ მოიგო.
პოლონელმა 2020-2021 წლების სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 41 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობეს, რომელიც ლეგენდარულმა ფორვარდმა 1972-1973 წლების სეზონში დაამყარა.
ლევანდოვსკიმ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტან ლიონელ მესის (35 მატჩში 30 გოლი ლა ლიგაში) და „იუვენტუსის“ პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს (33 მატჩში 29 გოლი სერია A-ში) აჯობა.
„ოქროს ბუცს“ არსებობის მანძილზე ყველაზე მეტჯერ მესი ფლობდა – 6-ჯერ.





