საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ლილმა“ „ანჟერი“ დაამარცხა, რის წყალობით, პსჟ-ს სატურნირო ცხრილში 1 ქულით გაასწრო და ჩემპიონი გახდა.
მანამდე, „ლილი“ ოქროს მედლებს 3-ჯერ ფლობდა – 1945-1946, 1953-1954 და 2010-2011 წლების სეზონში.
გარდა ამისა, „ლილმა“ 6-ჯერ ვერცხლის მედლები მოიპოვა.
2012-2013 წლების სეზონის შემდეგ, კრისტოფ გალტიეს გაწვრთნილი გუნდი მეორე აღმოჩნდა, რომელმაც პსჟ-ს ჰეგემონია დაარღვია. ეს 2015-2016 წლების სეზონში „მონაკომაც“ მოახერხა. მაშინ, პარიზელებს უნაი ემერი წვრთნიდა.
არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობით პსჟ-მ აწ უკვე დასრულებულ სეზონში საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში „მანჩესტერ სიტისთან“ წააგო.





