მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი მესამედ გახდა

0
86

პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი კიდევ ერთხელ გახდა.

22 წლის ფეხბურთელმა აწ უკვე დასრულებულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

მან „ლიონის“ ნიდერლანდელ ფორვარდ მემფის დეპაის და „მონაკოს“ თავდამსხმელმ ვისამ ბენ-იედერს აჯობა – ორივემ 20-20 გოლი გაიტანა.

მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო გოლეადორი ზედიზედ მესამედ გახდა. მან გასულ 2018-2019 წლების სეზონში 33 გოლი მიითვალა, ხოლო გასულ სეზონში – 18.