აგუერომ რუნის რეკორდი მოხსნა, ანჩელოტის უმძიმესი მარცხი კარიერაში

0
33

„მანჩესტერ სიტიმ“, რომელმაც ჩემპიონობა ნაადრევად გაინაღდა, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში შინ „ევერტონი“ 5:0 გაანადგურა.

განვლილ მატჩში დუბლი „სიტის“ არგენტინელმა ფორვარდმა სერზიო აგუერომ შეასრულა, რომელიც თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო.

აგუერომ პრემიერ ლიგსი ისტორიაში ერთი კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით უეინ რუნის რეკორდი გააუმჯობესა.

მან „სიტიში“ 184 გოლი გაიტანა, ხოლო რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის დროს – 183.

აგუერომ „სიტიში“ ბოლო თამაში ჩაატარა და დიდი ალბათობით კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ის ყვეკა ტურნირზე გატანილი 260 გოლით მანჩესტერელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

პრემიერ ლიგის ყველა დროის გოლეადორებში არგენტინელი მე-4 ადგილზეა.

ანჩელოტი სამწვრთნელი კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა. მან 1167 მატჩი ჩაატარა.