პრემიერ ლიგაში ყველაფერი გაირკვა, “არსენალი” ევროთასების მიღმა დარჩა

0
29

ინგლისის პრემიერ ლიგაში 2020-2021 წლების სეზონის დასრულდა.

ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ პირველად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გავიდა. შესაბამისად ორივე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონში სტუმრად არცერთი მატჩი წააგო. ეს ინგლისის ჩემპიონატში მეოთხე შემთხვევაა.

ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა გასვლაზე ჩატარებული 19 თამაშიდან 12 მოიგეს და 7 ფრედ დაასრულეს.

მანამდე, იმავე „პრესტონმა“ (1888-1889 წლების სეზონი) და „არსენალმა“ (2001-2002, 2003-2004) მოახერხეს.

„ლივერპული“ პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო მეოთხე პოზიცია „ჩელსიმ“ დაიკავა და ორივე გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

მე-5 ადგილზე გასული „ლესტერი“ და „ვესტ ჰემი“, რომელმაც მე-6 პოზიცია დაიკავა, ევროპა ლიგის ჯგუფში იასპარეზებენ, ხოლო მეშვიდეადგილოსანი „ტოტენჰემი“ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

„არსენალმა“ მე-8 ადგილი დაიკავა და 1995 წლის შემდეგ პირველად ევროთასებს მიღმა დარჩა. „ტოტენჰემმა“, რომელიც „არსენალის“ პრინციპული მეტოქეა, ზედიზედ მეხუთედ ცხრილში „მეთოფეებს“ გაასწრო.