პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო.
„სიტი“ ოფიცალურად მას შემდეგ გაჩემპიონდა, რაც პრემიერ ლიგის 36-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ „ლესტერთან“ 1:2 დამარცხდა. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამ სეზონში იანვრის შემდეგ სახლში პირველად წააგო.
სეზონის დასარულამდე სამი ტურით ადრე „მანჩესტერ სიტის“ 80 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედს“ – 70, ხოლო მესამეადგილოსან „ჩელსის“ – 66.
„მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო ოთხ სეზონში ინგლისის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო. გასულ სეზონში ოქროს მედლებს „ლივერპული“ დაეუფლა.
„სიტი“ არსებობის ისტორიაში ინგლისის ჩემპიონი მეშვიდედ მოიგო, ხოლო რაც კლუბ შეიხმა მანსურმა შეიძინა – მეხუთედ.
„სიტი“ ჩემპიონის ტიტულების რაოდენობით „ჩელსის“ გაასწრო, რომელმაც არსებობის მანძილზე ოქროს მედლები 6-ჯერ მოიპოვა.
გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 31 ტიტული მოიპოვა.
ესპანელმა სპეციალისტმა ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის უმაღლეს დივიზიონებში ჩატარებულ 12 სეზონში ჩემპიონობა 9-ჯერ იზეიმა.
სხვათა შორის, „სიტი“ პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი კლუბია, რომელმაც ჩემპიონატის მას მერე მოიგო, რაც შობაზე სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იყო.
არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ “სიტისთან” ერთად მე-15 ტიტული მოიპოვა და ესპანელი დავიდ სილვას რეკორდი გააუმჯობესა.





