პორტუგალიის პრიმეირა ლიგა ლისაბონის „სპორტინგმა“ მოიგო.
32-ე ტურში ლისაბონელებმა „ბოავიშტა“ 1:0 დაამარცხეს და 82 ქულა აქვთ – 2 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ „პორტუს“ 8 ქულით ასწრებენ.
2001-2002 წლების სეზონის შემდეგ, „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონი პირველად გახდა.
საერთო ჯამში, ლისაბონელებმა არსებობის მანძილზე პორტუგალიის პრიმერა ლიგაში მეცხრამეტედ გაიმარჯვეს და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე არიან.
პორტუგალიის ჩემპიონის ოქროს მედლებს ყველაზე მეტჯერ ლისაბონის „ბენფიკა“ ფლობდა – 37-ჯერ. მეორე ადგილზე „პორტუა“ 29 ტიტულით.
„სპორტინგის“ 36 წლის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა, რომელიც გუნდის 2021 წლის იანვრიდან ავარჯიშებს კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.
