გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში სახლში მეორე თამაში წააგო, ხოლო საერთო ჯამში 3-ჯერ დამარცხდა.
მე-13 ტურში ლიდერთა სამეულში მყოფი გორელები მოულოდნელად თავის მოედანზე უქულოდ წყალტუბოს „სამგურალთან“ დარჩნენ.
მატჩის მე-4 წუთზე, ირაკლი ლექვთაძემ თავისი გუნდის კონტრშეტევა წამოიწყო და პასი არ დაუგვიანა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ დავით კირკიტაძეს. რომელმაც ზუსტად დაარტყა – 0:1.
პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა, ხოლო 67-ე წუთზე გიორგი ბუხაიძე მარჯვენა ფლანგზე რომარიკ ეტოუს გაცდა და საჯარიმოში შესულმა პასი ილია ახვლედიანს გაუკეთა, ანმ უკანასკნელმა კი, ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – 0:2.
73-ე წუთზე კონგოელმა ეტოუმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში „დილამ“ მეტი გოლი ვერ გაიტანა და „სამგურალმა“ ამ სეზონში სტუმრად პირველი თამაში მოიგო.





