ოქრიაშვილის მე-9 გოლი – „ანორთოსისმა“ ისევ ვერ მოიგო

0
12

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 თამაში ვერ მოიგო – 3 წაგება და 3 ფრე.

გუშინ, ფამაგუსტელები „აპოლონს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. თორნიკე ოქრიაშვილი სტუმარტა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მან 59-ე წუთზე საჯარიმოს ფარგლებს გარედან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. თორნიკემ ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 15 სეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

ოქრიაშვილმა მეტოქის კარი  მე-8 წუთზეც აიღო, მაგრამ ეს გოლი არ ჩაუთვალეს. ქართველმა ლეგიონერმა 32-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 77-ეზე შეეცვალეს.

„აპოლონმა“ საპასუხო გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანა.

„ანორთოსისში“ მეკარე გიორგი ლორიამ და ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გიორგი ქვილითაია 64-ე წუთზე შეცვალეს.

„ანორთოსისი“ 54 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ექვსეულში მე-4 პოზიციაზე.