მიქაუტაძემ ბელგიაში მე-19 გოლი გაიტანა

0
21

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის რანგით მეორე ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა.

26-ე ტურში “სერენმა”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, შინ “დეინზეს” შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა.

მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, კარიდან გამოსულ სტუმართა გოლკიპერს დაასწრო, ხოლო საჯარიმოდან ოდნავ გასულმა თითქმის კუთხურის ხაზიდან ზუსტად დაარტყა.

მან მიმდინარე სეზონში ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მიქაუტაძემ პენალტიდან მხოლოდ 2 გოლი მიითვალა.

20 წლის თავდამსხმელი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებში შეცვლაზე სტუმარად შვედეთთან (0:1) წაგებულ შეხვედრაში შევიდა და ტრავმა მიიღო, რის გამო, შინ ესპანეთთან (1:2) და გასვლაზე საბერძნეთთან (1:1) შეხვედრები გამოტოვა.