ჩაკვეტაძემ კუნთი გაიწყვიტა

0
54

გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო და მისთვის ფაქტობრივად სეზონი დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა და მოედანზე 4-დან 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა.
ჩაკვეტაძემ ამ სეზონში ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 3 მატჩში ჩაატარა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 1 და გოლი არ გაუტანია.

ჩაკვეტაძე ბელგიის „გენტში“ 2017 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა და საერთო ჯამში 54 შეხვედრაში 5 გოლი მიითვალა.

მან 2019 წლის აპრილში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგ, სტაბილურად ვერ თამაშობს.