ელგუჯა ლობჯანიძემ კოსტანაის „ტობოლში“ გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში „ტობოლი“ სტუმრად „ჟეტისუს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.
ქართველის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მეტოქე მცველთა ორთაბრძოლაში კარიდან გამოსულ გოლკიპერს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.
ლობჯანიძე 78-ე წუთზე შეცვალეს. ის „ტობოლს“ ზამთარში შეუერთდა და კოსტანაელთა შემადგენლობაში მე-4 შეხვედრა ჩაატარა.
„ტობოლი“ 8 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.





