რამოსი „ელ კლასიკოს“ პირველად გამოტოვებს

0
27

სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგის ეგიდით გასამართ „ელ კლასიკოს“ პირველად გამოტოვებს.

დღეს, მადრიდში ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „რეალი“ „ბარსელონას“ მიიღებს და რამოსი ტრავმის გამო თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება.

ის „რეალში“ 2005 წელს გადავიდა და 47 „ელ კალსიკოდან“ 45-ში ითამაშა. თუმცა, 2 „ელ კლასიკო“, რომელიც გამოტოვა ესპანეთის შიდა ჩემპიონატში არ გამართულა – 2010-2011 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „რეალი“ – „ბარსელონა“ 1:1 დასრულდა, ხოლო 2012-2013 წლების სეზონში ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველი თამაში ანალოგიური ანგარიშით დამტავრდა.

აღსანიშნავია, რომ „ელ კლასიკოების“ ისტორიაში რეკორდსმენი სწორედ რამოსია, რომელმაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ 45-ჯერ იასპარეზა.

მეორე ადგილი „ბარსელონას“ კაპიტან არგენტინელ ლიონელ მესის უკავია, რომელიც დღეს მოედანზე გასვლის შემთხვევაში მადრიდელტა კაპიტანს გაუთანაბრდება.

რამოსმა ამ სეზონში „რეალში“ ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა – ორივეჯერ თავი პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.