საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის მსურველთა რიცხვს კიდევ 2 კლუბი შეემატა.
იტალიურ ვებგვერდ tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, ყაზანის „რუბინის“ 20 წლის ფეხბურთელს თვალს მილანის „ინტერი“ და ბერგამოს „ატალანტაც“ ადევნებენ.
ახალგაზრდა ქართველის გარემოცვასთან პირველი კონტრაქტის შემდეგ გაირკვა, რომ მისი სატრანსფერო ფასი 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს. თუმცა, გარიგების განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს მაღალი საკომისიო თანხა თამაშობს, რომელსაც კვარაცხელიას წარმომადგენლები ითხოვენ.
კვარცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
