
„ინდიანა პეისერსმა“, რომელშიც გოგა ბითაძე გამოდის, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ინდიანელები სტუმრად „ორლანდო მეჯიქს“ შეხვდნენ და 111:106 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 15:19 წუთი გაატარა და 5 ქულა, 7 მოხსნა, ასევე 2 დაფარება დააგროვა.
ბითაძემ 4-დან ერთი 2-ქულიანი ჩააგდო და სამიდან ერთი სამქულიანი გამოიყენა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში 20 ქულა აარონ ჰოლიდემ მიითვალა, ხოლო ტრავმამოშუშებულმა საბონისის ანგარიშზე ორმაგი დუბლია – 16 ქულა და 15 მოხსნა.
„ინდიანა“ 24 მოგებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზეა. „პეისერსი“ მომდევნო მატჩს გასვლაზე „მემფის გრიზლისთან“ ითამაშებს.




