„სიტის“ საკლუბო რეკორდი

0
30

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/4-ფინალში სტუმრად „ევერტონი“ 2:0 დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა.

სტუმრებიდან 84-ე წუთზე ანგარიში გიუნდოგანმა გახსნა, ხოლო 90-ე წუთზე მატჩში წერტილი კევინ დე ბრუინმა დასვა.

„სიტი“ ასოციაციის თასის 1/2-ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. მანჩესტერელებმა ბოლო 87 წლის მანძილზე ეს პირველად მოახერხეს. მანამდე, „სიტიმ“ მსგავსი რამ 1931-1932მ 1932-1933 და 1933-1934 წლების სეზონებში შეძლია.

პეპ გვარდიოლას გუნდმა 2018-2019 წლების სეზონში თასი მოიგო, ხოლო გასულ სეზონში 1/2-ფინალში „არსენალთან“ დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ „სიტის“ ყველა ტურნირზე სტუმრად 17 თამაში არ წაუგია – 15 გამარჯვება და 2 ფრე. ეს ახალი საკლუბო რეკორდია და გუნდმა 1999 წელს ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა.

სხვათა შორის, ბოლო 39 შეხვედრიდან მანჩესტერელებმა 34 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 წააგეს.

ბოლოს „სიტი“ სტუმრად 2020 წლის 21 ნოემბერს დამარცხდა „ტოტენჰემთან“ პრემიერ ლიგაში.