კარიმ ბენზემა „რეალის“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში 186 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდის ექსთავდამსხმელ სანტილიანას გაუთანაბრდა.
ლა ლიგის 28-ე ტურში „რეალმა“ სტუმრად „სელტა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ფრანგმა თავდამახმელმა დუბლი შეასრულა – მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა, 10 წუთში კი მისი დარტყმის შემდეგ მადრიდელები 2:0 დაწინაურდნენ. მან დუბლი ზედიზედ მეორე თამაშში მიითვალა.
„რეალის“ ისტორიაში ბენზემამ მეტი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში სამმა ფეხბურთელმა გაიტანა – კრიშტიანუ რონალდუმ (311), რაულმა (228) და ალფრედო დი სტეფანომ (216).
მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ბენზემა (17 გოლი) „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტან ლიონელ მესის (21) და მადრიდის „ატლეტიკოს“ ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესს (18) ჩამორჩება.
