ვეინალდუმმა „ბარსელონასთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

0
39

ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

გამოცემა The Sunday Times-ის ინფორმაციით, „ლივერპულის“ 30 წლის ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა.

ვეინალდუმმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ მაისურით ინგლისის პრემიერ ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის შუახაზელი „ლივერპულში“ 2016-2017 წლების სეზონის წინ „ნიუკასლიდან“ გადავიდა და განვლილ პერიოდში ყველა ტურნირზე 225-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო.