უეფას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
კევინი პირველ 1/8-ფინალურ მატჩში მადრიდის “რეალთან” ყველაზე ეფექტური იყო. მან ჯერ ასისტი გააკეთა, ხოლო მოგვიანებით მადრიდელებს გამარჯვების გოლი გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში კევინმა ჩამოიტოვა შემდეგი ფეხბურთელები: სერხიო ბუსკეტსი (კატალონიის “ბარსელონა”), სერჟ გნაბრი (“ბაიერნი”), უსემ ანური (“ლიონი”).