მარკო ვან ბასტენი: ვინც ამბობს, რომ რონალდუ მესის სჯობია, ფეხბურთი არ ესმის

0
53
“ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელმა, ყოფილმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა მარკო ვან ბასტენმა ფორვარდები, არგენტინელი ლეო მესი და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ შეადარა.
“რონალდუ შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ვინც ამტკიცებს, რომ მესიზე უკეთესია, ფეხბურთი ან არ ესმის, ან გულწრფელი არაა. მესი უნიკალური და განუმეორებელია. ასეთები 50 ან 100 წელიწადში ერთხელ გამოჩნდებიან საფეხბურთო მინდორზე. ის გენიოსად დაიბადა”, – განუცხადა ვან ბასტენმა ესპანურ გამოცემა “მარკას”.