NBA-ს ALL STAR – ლებრონის გუნდმა იანისის გუნდი დაამარცხა, MVP კავაი ლეონარდი გახდა

0
43

ჩიკაგოში გამართული ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ALL Star-ის კვირეული ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკუმპოს გუნდების შეხვედრით დასრულდა – ლებრონის გუნდმა 157:155 იმარჯვა.

მატჩის MVP (კობი ბრაიანტის სახელობის ჯილდო) კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 30 ქულას, 7 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემას და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. კავაი ALL Star-ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დაასახელეს.

ანტეტოკუმპოს გუნდში საუკეთესო თავად იანისი იყო, ფორვარდმა 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და ერთი ჩაჭრა მოაგროვა.

წლევანდელი ALL Star-ის მთავარი მატჩი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა – პირველი სამი მეოთხედი  0:0-დან დაიწყო, მეოთხე მეოთხედში კი დრო გამოირთო და გუნდებმა 157 ქულამდე ითამაშეს – პირველ სამ მეოთხედში ლიდერის მიერ მოგროვებულ ქულებს 24 ქულა (კობი ბრაიანტის სათამაშო ნომერი) დაემატა.