კატალონიის „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი უკანასკნელი ოთხი მატჩია გოლის გატანას ვერ ახერხებს. სამხრეთამერიკელ შემტევს ასეთი ცუდი უგოლო სერია ბოლოს შვიდი წლის წინ ჰქონდა.
2013 წელს ლეომ ზედიზედ ხუთ თამაშში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა და წლეულს მიჯრით ოთხჯერ გავიდა მინდვრიდან უგოლოდ. ისიც სათქმელია, რომ მესი საგოლე პასებს ძველებურად არიგებს – ბოლო სამ შეხვედრაში მან ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.