ინგლისის პრემიერლიგის მორიგ მატჩში სადიო მანეს გოლით “ლივერპულმა” “ნორვიჩი” 1:0 დაამარცხა. 26 ასპარეზობის შემდეგ მერსისაიდელებს 76 ქულა აქვთ – 25 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ერთი დაასრულეს ფრედ. ეს შედეგი არამხოლოდ ინგლისში, არამედ ევროპის ტოპ 5 (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.
“ლივერპულის” შედეგთან ყველაზე ახლოს 2013/14 წლების სეზონში პეპ გვარდიოლას “ბაიერნი” იყო, რომელსაც ბუნდესლიგაში 26 ტურის შემდეგ 24 მოგება და ორი ფრე ჰქონდა.
“ლივერპულს” პრემიერლიგაში მიჯრით 43 წაუგებული შეხვედრა მოუგროვდა, კიდევ ექვსი ასეთივე ასპარეზობაც და იურგენ კლოპის გუნდი არსენ ვენგერის “არსენალის” რეკორდს გაიმეორებს.