“ინდიანამ” მიჯრით მეხუთე მოიგო, ბითაძემ ოთხი ქულა გააკეთა…

0
68

გოგა ბითაძის “ინდიანას” რთული გასვლა ჰქონდა – კოლორადოს შტატის “პეპსი ცენტრში”, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “დენვერ ნაგითსთან”. “დენვერი” თამაშის დიდი ნაწილი იგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედი “ინდიანამ” 15 ქულით (41:26) მოიგო და გასვლაზე მნივნელოვან გამარჯვებას (ზედიზედ მეხუთე მიმდინარე რეგულარულში) მიაღწია.

,,ინდიანას” სამმაგი დუბლით ლიეტუველმა დომანტას საბონისმა ულიდერა, რომელმაც 41 წუთში 22 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ექვსი წუთი დაუთმეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრს გოგა ბითაძეს. გოგამ ამ დროში ოთხ ქულასა და ორ მოხსნას მოუყარა თავი.

,,ინდიანა” 28 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.