კიკე სეტიენი მოგებით იწყებს…

0
44

კიკე სეტიენის ბარსელონური დებიუტიც შედგა. მოგეხსენებათ, “ბეტისის” ყოფილმა დამრიგებელმა რამდენიმე დღის წინათ ერნესტო ვალვერდე შეცვალა კატალონური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და “გრანადასთან” მატჩში თავის ახალ გუნდს პირველად გაუძღვა.

ეტყობა, სეტიენი ტიკი-ტაკას მომხრეა, ყოველ შემთხვევაში, ვალვერდეს დროს გუნდი ცოტა სხვაგვარად თამაშობდა, ამჯერად კი დაბალი ტემპი და უამრავი მოკლე პასი. ბურთის ფლობა 73 პროცენტი.

გამარჯვების გოლი ლეო მესიმ გაიტანა, რომელიც არტურ-ვიდალის ლამაზ კომბინაციას მოჰყვა. ჩილელმა მეტოქის საჯარიმოში ქუსლით მისცა პასი არგენტინელს და ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია.

„ბარსელონა“ ისევ გალიდერდა, თუმცა კატალონელებს და „რეალს“ თანაბარი 43-43 ქულა აქვთ.