2020 წლის “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში, პირველ ადგილზე “ლაციოს” შემტევი ჩირო იმობილეა – 29 წლის იტალიელმა სერია ა-ში 23 გოლი გაიტანა. ხუთეული კი ასე გამოიყურება:
1. ჩირო იმობილე (ლაციო) – 23 გოლი / 46 ქულა
2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) / ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 20 გოლი / 40 ქულა
3. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 17 გოლი / 34 ქულა
4. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 16 გოლი / 32 ქულა
5. სერხიო აგუერო (მან. სიტი) – 15 გოლი / 30 ქულა
5. ერლინგ ჰოლანდი (ზალცბურგი / დორტმუნდი) – 19 გოლი / 30 ქულა
ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში “ზალცბურგის” მაისურით 16 გოლი გაიტანა, ხოლო “დორტმუნდის” რიგებში 3 გოლი მიითვალა. ტოპ 5 ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ავსტრიის ჩემპიონატს კი სირთულის კოეფიციენტი 1,5 აქვს და ამის გამო, ჰოლანდს 38-ის ნაცვლად, 30 ქულა აქვს.