სენეგალის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჯილდოსთვის ბრძოლაში მანემ ეგვიპტის ნაკრებისა და ,,ლივერპულის” ფორვარდ მოჰამედ სალაჰსა და ,,მანჩესტერ სიტის” ალჟირელ ნახევარმცველ რიად მაჰრეზს აჯობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში პრიზის მფლობელი სალაჰი ხდებოდა.
გასულ სეზონში სენეგალელმა მერსისაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო, ეროვნულ გუნდთან კი აფრიკის თასის ფინალში ითამაშა და ალჟირთან დამარცხდა.