ლონდონის ,,ჩელსიმ” გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტესა და აპენინელი სპეციალისტის შტაბს 30 მილიონი ევრო გადაუხადა, ინფორმაციას Sky Sports გვამცნობს.
გამოცემის ცნობით, 30 მილიონი ევრო მოიცავს კონტესა და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელფასებს, ასევე იურიდიულ ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ,,არისტოკრატებს” 2004 წლიდან გათავისუფლებული მწვრთნელებისთვის კომპენსაციის სახით 100 მილიონ ევროზე მეტი აქვთ გადახდილი.
კონტემ ,,ჩელსი” 2016 წელს ჩაიბარა. იტალიელი სპეციალისტი გუნდიდან 2018 წლის ივნისში დაითხოვეს. ლონდონურმა კლუბმა კონტეს ხელმძღვანელობით ინგლისის პრემიერლიგა და თასი მოიგო.