“ზაზას აკადემიის” გუნდების წარმატება სლოვენიაში “ოლიმიას თასზე”

0
51

ზაზა ფაჩულიას აკადემიის ასაკობრივი გუნდები სლოვენიაში, “ოლიმიას თასზე” საასპარეზოდ იმყოფებოდნენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ქართული გუნდები შეძლებისდაგვარად ახერხებენ უცხოეთში როგორც ოფიციალურ, ისე ამხანაგურ ტურნირებზე ასპარეზობას, რითაც საკუთრ აღსაზრდელებსა და მწვრთნელებს მდიდარ საერთაშორისო გამოცდილებას სძენენ.

ზაზას აკადემია 2018-2019 წლების სეზონში საშობაო ტურნირზე ბელგიაში იმყოფებოდა, მიმდინარე სეზონში კი აკადემიის ხელმძღვანელობამ გუნდები სლოვენიაში, დაბა პოდჩეტრტეკში მიავლინა, სადაც საერთაშორისო საშობაო ტურნირი ჩატარდა. დავით მუმლაძისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა 15-წლამდელთა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო და ფინალში იტალიურ კლუბ “აზურას” დაუპირისპირდა, რომელიც 92:63 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ზაზას აკადემიის წევრი ლევან ძინძიბაძე დაასახელეს.

ფინალში გავიდა ზაზას აკადემიის სერბი სპეციალისტის, ზორან პენოს გაწვრთნილი 13-წლამდელთა გუნდიც, რომელიც სატიტულო მატჩში ასევე იტალიურ “აზურას” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძლაში დამარცხდა. ზორან პენოს გუნდი “ოლიმპიას თასის” ვიცე-ჩემპიონი გახდა.

“ოლიმიას თასის” ვიცე ჩემპიონი – ზაზას აკადემიის 13-წლამდელთა გუნდი

ზაზას აკადემიის 15-წლამდელთა გუნდი “ოლიმიას თასის” მოგებას ზეიმობს