მესი: ,,2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ეროვნულ ნაკრებში გატარებული საუკეთესო პერიოდია”

0
47

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ 2014 წლის მუნდიალი გაიხსენა:

,,2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გატარებული საუკეთესო პერიოდია. საბელიას ხელმძღვანელობით შესანიშნავი გუნდი გვყავდა და სიამოვნებას ყოველდღიურად ვიღებდით.
რაც მთავარია მუნდიალის ფინალში ვითამაშეთ და სიამოვნება ბოლოდე მივიღეთ, რადგან ფეხბურთი მხოლოდ მოგება არ არის. ცხადია, მოგება საჭიროა, მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ თამაშობ”, – მესის სიტყვებს ,,ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა.