პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარე გიორგი მაკარიძე ჩინებულ სეზონს ატარებს და რვა ტურში მხოლოდ ხუთი გოლი აქვს გაშვებული. ამასთან, ქართველმა მეკარემ ხსენებული 8 თამაშიდან 6-ჯერ კარი “მშრალად” შეინახა.
სეტუბალელთა ქართველმა კარის დარაჯმა 23 სეივი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ლიგაში ერთ-ერთი მოწინავეა. სტატისტიკის ვებგვერდი Sofascore გიორგის თამაშს საშუალოდ 7.30 ქულით აფასებს და ამ კუთხით ჩვენი თანამემამულე მხოლოდ „სანტა კლარას“ მეკარეს, მარკო პერეირას ჩამორჩება.
მაკარიძის დამაჯერებელი თამაშის წყალობით (დაცვის ხაზთან ერთად) „ვიტორია“ 8 ქულით მე-14 ადგილზეა. რომ არა, ექვსი მშრალი მატჩი, ქართველის გუნდი უეჭველად ბოლო ადგილზე იქნებოდა, ვინაიდან დაცვისგან განსხვავებით, შეტევაში კატასტროფულად თამაშობს და 8 ტურში ერთადერთი(!) გოლი გაიტანა.