უგოლო ფრე… ბათუმის “დინამოს” სასარგებლოდ

0
32

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის დასკვნით სათამაშო დღეს  განსაკუთრებულ ყურადღებას ბუნებრივია იქცევდა მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “საბურთალო” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდნენ. რომელიმე გუნდის გამარჯვება რადიკალურად შეცვლიდა სატურნირო მდგომარეობას, თუმცა აღნიშნულ თამაშში დაფიქსირებულმა ფრემ, მოცემულობა უცვლელი დატოვა. შეხვედრა საბურთალოელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მიერ შექმნილ მომენტები წარმატებულად მოიგერია დინამოელთა ესპანელმა გოლკიპერმა პერალესმა. მეორე ტაიმში სტუმრებსაც ჰქონდათ რამდენიმე  ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა.

32 ტურის შემდეგ ლიდერი კვლავ ბათუმის “დინამოა” (64 ქულა), “საბურთალოს” 61 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო თბილისის “დინამო” 62 ქულით მეორე ადგილზეა.