მსოფლიო რაგბიმ მსოფლიო თასიდან გამოთიშული 12 ნაკრებიდან გამორჩეული მოთამაშეები შეარჩია და ტურნირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ჯგუფში ჩარჩენილ სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მოხვდა: ბექა გორგაძე რვა ნომრის პოზიციაზე ძირითადში, ხოლო გურამ გოგიჩაშვილს ადგილი მარქაფაში მიუჩინეს.
„ბექა გორგაძე მამუკა გორგოძის ღირსეული მემკვიდრეა. 149 მეტრით წინ წაიწია, ყველაზე მეტი, 38 ბოჭვა გააკეთა და ყველაზე მეტჯერ აართვა ბურთი მეტოქეს (5), ვიდრე მის პოზიციაზე მოთამაშე სხვა მორაგბემ“, – წერს მსოფლიო რაგბი.
სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირია:
1. ნაუელ ჩაპარო (არგენტინა) 2. ჯო ტაუფეტე (აშშ) 3. მაიკლ ალაალატოა (სამოა) 4. გვიდო პეტი (არგენტინა) 5. ჯონი გრეი (შოტლანდია) 6. ხუან გამინარა (ურუგვაი) 7. ჯეკ პოლედრი (იტალია) 8. ბექა გორგაძე (საქართველო) 9. სანტიაგო არატა (ურუგვაი) 10. ფინ რასელი (შოტლანდია) 11. სემი რადრადრა (ფიჯი) 12. სიალე პიუტანუ (ტონგა) 13. ვაისეა ნაიათალევუ (ფიჯი) 14. მატია ბელინი (იტალია) 15. ტულუსა ვეაინუ (ტონგა)
მარქაფა: 16. ტორსტენ ვან იაარსველდი (ნამიბია) 17. გურამ გოგიჩაშვილი (საქართველო) 18. კირილ გოტოვცევი (რუსეთი) 19. ანდრეი ოსტრიკოვი (რუსეთი) 20. ლუკას რამბალი (კანადა) 21. რუბენ დე ჰაასი (აშშ) 22. ჰელარიუსი კისტინგი (ნამიბია) 23. ალაპატი ლეიუა (სამოა)