გიორგი ხარაიშვილი: “უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ”

0
53

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრა გიბრალტარში 3:2 მოიგო. მატჩის ერთერთ სათამაშო ეპიზოდში, როდესაც ანგარიში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 2:0 იყო, გიორგი ხარაიშვილსა და გიბრალტარელ ჯეკ სერჯანტს შორის შეჯახება მოხდა. 56-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდის გამო, ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მოედნის დატოვების შემდეგ ფეხბურთელი ხანმოკლე პერიოდით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიორგი ხარაიშვილი კვლევების ჩატარების შემდეგ, თავს კარგად გრძნობს. ფეხბურთელმა გიბრალტარი  დატოვა და შვედეთშია.

გიორგი ხარაიშვილი: “პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას.
რაც შეეხება შეჯახების მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეტაკება იყო, შემდეგ გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად, შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.
მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, გულშემატკივარს, ვინც  გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა”.