რონალდუმ 700-მდე დაამრგვალა

0
29

ევროპის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა უკრაინის ნაკრებსა და პორტუგალიის ნაკრებს შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. პორტუგალიელთა რიგებში გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და კარიერაში 700 გოლი დაუგროვდა.
რონალდუ გახდა პირველი მოქმედი მოთამაშე, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. აქამდე მსგავსი შედეგი სულ ხუთ ფეხბურთელს (ბისკანი, რომარიო, პელე, პუშკაში, გერდ მიულერი) ჰქონდა.
საინტერესოა, როგორ ნაწილდება რონალდუს მიერ გატანილი გოლები:
ლისაბონის “სპორტინგი” – 5
“მანჩესტერ იუნაიტედი” – 118
მადრიდის “რეალი” – 450
ტურინის “იუვენტუსი” – 32
პორტუგალიის ნაკრები – 95