საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას არასრული შემადგენლობით განაგრძობს. ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, 2 ივნისს, სავარჯიშო პროცესში 19 ფეხბურთელი იყო ჩართული.
ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე სოლომონ კვერკველია სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გუშინდელ ვარჯიშზე:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი);
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).
