“ლივერპული” კლოპს გაზრდილ ხელფასს სთავაზობს

0
45

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის დასაჩუქრებას აპირებს და ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

The Daily Mail-ის ცნობით, მერსისაიდელები მზად არიან 51 წლის გერმანელ სპეციალისტს ხელფასის სახით სეზონში 10 მილიონი გირვანქა გადაუხადონ. ცნობისთვის, კლოპს “ლივერპულთან” 3 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და წელიწადში 7 მილიონის იღებს.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად 2015 წელს დაინიშნა. მისი თავკაცობით ინგლისურმა კლუბმა 208 შეხვედრა გამართა, საიდანაც 119 მოიგო, 52 ფრე დაასრულა, ხოლო 37-ჯერ დამარცხდა.