ჩეხეთი 1/4-ფინალშია – ნიდერლანდებისთვის ევრო-2020 დასრულდა

0
27

ჩეხეთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ნიდერლანდებთან მატჩში აუტსაიდერდ მიჩნევდნენ, ფრანკ დე ბურის გუნდი ევრო-2020-დან გამოთიშა.

ბუდაპეშტში ფერენც პუშკაშის სახელობის სტადიონზე იაროსლავ შიჰლავის შეგირდებმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს და 1/4-ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევრის განახლებიდან 10 წუთში მატიას დე ლიხტმა თავის საჯარიმოს სიახლოვეს პატრიკ შიკთან ორთაბრძოლის დროს ბურთზე ხელითა ითამშა და რუსმა მსაჯმა კარასიოვმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ნოდერლანდელთა ცენტრალური მცველი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატებზე 4 წითელი ბარათი აქვთ, რაც ანტირეკორდია და ოთხივე  ჩეხოსლოვაკიის/ჩეხეთის ნაკრებთან.

შეხვედრის 68-ე წუთზე, ჩეხებმა სტანდარტული შესრულების დროსი ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდეს, სადაც კალასმა თავით პასი ჰოლეშა გაუკეთა, რომელმაც ასევე თავურით ანგარიში გახსნა.

მე-80 წუთზე, ჩეხების კონტრშეტევის დროს ჰოლეში ნიდერლანდელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი პატრიკ შიკს გაუკეთა, რომელმაც მიმდინარე ევრო-2020-ზე თავისი მე-4 გოლი გაიტანა.

ჩეხეთი ევრო-2020-ის 1/4-ფინალში დანიის ნაკრებს შეხვდება.

ნიდერლანდები ევრო-2004-ის