„თელავმა“ საგურამოში „ლოკომოტივთან“ სენსაცია გამოაცხო

0
36

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მთავარი სენსაცია „თელავმა” გამოაცხო, რომელმაც გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის „ლოკომოტივი“ სტუმრად დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც ვაჟა ფაცაციამ თავის ნახევრიდან გრძელი პასი გაუკეთა შოთა შეყილაძეს, რომელმაც მეტოქის საჯარიმო ბურთი მიიღო, ნიკა სანდოხაძე გვერდი ცრუ მოძრაობით აუარა და ზუსტად დაარტყა -0:1.

37-ე წუთზე, ბექა დარცმელიამ თავის ნახევარზე ბურთი დაკარგა და შეყილაძემ დასარტყმელ პოზიციაზე ზაზა ციქცქიშვილი გაიყვანა, რომელიც სტუმრები ორი ბურთით დააწინაურა.

51-ე წუთზე, გიორგი ქველაძის პასოს შემდეგ, თემურ შონიამ „თელავის“ საჯარიმოს ხაზიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ანგარიში შეამცირა – 1:2.

83-ე წუთზე, იმრანის გადაცემა ცოტნე კაპანაძემ ჩაჭრა, რომელმაც დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და მიხეილ ბაშალეიშვილს უპასა, ამ უკანასკნელმა მასპინძლების კარი წინა ირაკლი რუხაძე მოძებნა და თელაველთა ნახევარმცველმა ზუსტად დაარტყა – 1:3.

89-ე წუთზე, ვაჟა ფაცაციამ თავის საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძე წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა, რომელმაც ამ სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივმა“ საგურამოში მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო.

„თელავმა“ ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო, ხოლო საერთო ჯამში გუნდს ბოლო 4 მატჩია არ წაუგია.