ფრანკო ფოდას აზრით, ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ლონდონში „უემბლიზე“ იტალიასთან (1:2) დამატებით დროში მარცხის მიუხედავად, ავსტრიის ნაკრებით მთელმა ქვეყანამ უნდა იამაყოს.
„რა თქმა უნდა, ყველა გულდაწყვეტილნი ვართ. თუმცა, მთელ ავსტრიას შეუძლია ამ გუნდით იამაყოს. თავდაპირველად გვსურდა, რომ პრესინგი მეტოქის კართად რაც შესაძლოა ახლოს გვეთამაშა, მაგრამ იტალის ნაკრები ძალიან ძლიერია და ჩვენს წნეხს თავს არიდებდა.
მეტოქისგან ამდენი კომპლიმენტი არასოდეს მიმიღია. მართლაც დაუჯერებელია დამატებით დროში გუნდი როგორ გამოიყურებოდა. ეს ძალიან მაღალი დონის თამაში იყო.
თქვენ ნახეთ, 120 წუთის განმავლობაში რამდენად მოწიფული თამაში ვაჩვენეთ. ახლა ეს დონე სექტემბერში უნდა დავამტკიცოთ. გუნდს გამარჯვება სწყუროდა, კარგი განწყობა და სწორი გეგმა ჰქონდა. სექტემბრისთვის რაც შესაძლოა საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავროთ“ – ციტირებს გერმანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.



