რობერტო მანჩინი: „შეგვეძლო მატჩი დამატებით დრომდე არ მიგვეყვანა“

0
20

რობერტო მანჩინის მიაჩნია, რომ იტალიის ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა და შეეძლო თამაში დამატებით დრომდე არ მიეყვანა.

„საკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ლონდონში „უემბლიზე“ ავსტრიასთან (2:1) მოგებული მატჩის მერე განაცხადა.

„საქმე გამარჯვებამდე მივიყვანეთ, რადგან ეს დავიმსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ გოლი კუთხურიდან გავუშვით. ადრე თუ გვიან გოლი ჩვენთვისაც უნდა გაეტანათ.

გულწრფელად გეტყვით, რომ ორი გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა და საქმე დამატებით დრომდე არ მიგვეყვანა. ამის გამო ცოტა დავიღალეთ, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ.

შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა სწორი განწყობა აჩვენეს და მატჩში გარდატეხა მაშინვე შეიტანეს. მათ მაღალ დონეზე ითამაშეს მას მერე, რაც შეცვლილებმა მთელი ძალა დახარჯეს.

ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, შესაძლოა უფრო რთული, ვიდრე მეოთხედფინალში. გამორიცხული არაა, მატჩები ჩვენთვის წარუმატებლად წარიმართოს, თუმცა ჩვენ კარგად ვითამაშეთ“ -იუწყება მანჩინის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.